

საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan აცხადებს ვაკანსიას მასპინძლის პოზიციაზე
სტუმართმოყვარეობაც ხელოვნებაა და თანაც როგორი! აბა, სხვა ვის შეუძლია, კარიდანვე გული გაუთბოს სტუმარს, ჩვენი დუქნის ისტორია უამბოს და თბილისური დარდიმანდობის ნამდვილი გემო აგრძნობინოს?
თუ შენც გრძნობ, რომ შენში ერთი ნამდვილი, ღიმილიანი და ენამახვილი მასპინძელი ძევს, მაშინ სწორ ადგილას მოხვედი!
თბილისქალაქი რომ ოდითგანვე სტუმარ-მასპინძლობით ფასობდა, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ჰოდა, ამ ჭრელ ქალაქში, ზუსტად ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც ერთ დროს ნიკალას ტილოებზე მტკვარი და მისი ტივები ცოცხლდებოდა, ჩვენ, „რიგში“ გავშალეთ ჩვენი სუფრა.
აქაური ამბავი უბრალო მასპინძლობაზე მეტია. ეს არის თბილისური სულის დაჭერა, ძველი დუქნების ხიბლის გაცოცხლება და სტუმრისთვის იმ განსაკუთრებული პატივისცემის მიგება, რაც მხოლოდ ჩვენებურებს სჩვევიათ. ჩვენს ზღურბლზე გადმობიჯებული კაცი თუ ქალი შენ უნდა დაატრიალო ჩვენს სამყაროში
რას ელიან შენგან ჩვენი ოსტატები?
ღიმილიან დახვედრას: სტუმარი რომ შემოაბიჯებს, ისე თბილად უნდა მიიღო და დააბინავო, თავი მშობლიურ სახლში ეგონოს.
ამბის მოყოლას: „რიგის“ სივრცეში პატარა ტური უნდა მოუწყო, ჩვენი კონცეფცია და ძველი თბილისური სული გაუზიარო.
ღვინის გაცნობას: მარნის საიდუმლოებები შენ უნდა გაანდო. ჩვენი ღვინოები უნდა გაასინჯო და თითოეულ ჭიქაზე ისეთი ამბავი მოუყვე, სასმისს რომ კიდევ უფრო მეტ ეშხს შემატებს.
აბა, ერთი შენს თავს დააკვირდი, თუ გამოდგები „რიგის“ მასპინძლად:
გამოცდილება თუ გქონია ამ საქმეში, ხომ კარგი, მაგრამ სრულიად გამოუცდელიც რომ იყო, დარდი ნუ გაქვს! თუ ინტერესი და შესაბამისი უნარები გაგიჩნია, დანარჩენს ჩვენ გასწავლით. მთავარია, ადამიანებთან ურთიერთობა გიყვარდეს.
ღვინის კულტურის მიმართ დიდი ინტერესი უნდა გქონდეს, რომ სტუმარს არომატების გარჩევაში დაეხმარო.
უცხოელ სტუმრებსაც ხომ უნდა გავაგებინოთ ჩვენი ამბავი? ჰოდა, ინგლისური ენა ისე უნდა გესმოდეს, თავისუფლად რომ შეგეძლოს მათთან გასაუბრება.
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
Please provide the following materials to apply
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
Join our team and make an impact in your career.
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა